1745094115
როგორი ამინდი იქნება 29 სექტემბერს საქართველოში

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 28 სექტემბრის დღის ბოლოდან 30 სექტემბრის ჩათვლით, საქართველოს ზოგიერთ რაიონში ძლიერი ქარია მოსალოდნელი.
„ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე, ასევე აღმოსავლეთ საქართველოს დასავლეთ რაიონებში იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი, დროგამოშვებით ძალიან ძლიერი ქარი. (საფრთხის დონე საშუალო)", - აღნიშნულია ინფორმაციაში.