რას ამბობს გიორგი მამარდაშვილი ესპანეთთან მატჩის წინ?

  გიორგი მამარდაშვილი

ხვალ, საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში ესპანეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. მატჩამდე ერთი დღით ადრე, საქართველოს ნაკრების მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა პრესკონფერეციაზე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. 

„ჩემი ინტერვიუ მარკასთან? მე, როგორც რიგითი ქართველი, კვარას ვგულშემატკივრობ და ის ერთ-ერთი მათგანია, რომელსაც ოქროს ბურთის მოგება შეუძლია. ამით ესპანელი ფეხბურთელების მიმართ უპატივცემულობა არ გამომივლენია. პირიქით, მათ დიდ პატივს ვცემ, მაგრამ ჩემთვის, როგორც რიგითი ქართველისთვის, კვარა მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელია.

ჩემი აზრით ესპანეთი გაშლილ ფეხბურთს ითამაშებს და შეგვიტევენ. ჩვენ კი უშეცდომოდ, დაცვიდან უნდა ვითამაშოთ და შეტევაში სწრაფად გადავიდეთ. გვყავს ისეთი ფეხბურთელები, რომლებსაც კარგად შეუძლიათ გამწვავება, ეს პორტუგალიასთან მატჩშიც გამოჩნდა. ნაჩოს კომენტარი? წარმატებებს ვუსურვებ. პენალტების სერია? ბუნებრივია, ამისთვის მზად ვიქნები. ყველა ფეხბურთელი შესწავლილი მაქვს.“ - ამბობს მამარდაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთისა და საქართველოს ნაკრებების დაპირისპირება კიოლნში, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.