რამდენიმე დღეში თბილისში „ბარსელონას“ ფანშოპი გაიხსნება - დეტალები

ბარსელონას ფანშოპი

"ბარსელონა“ მალე სამ ახალ ფანშოპს გახსნის და ყოველივე ეს ჩვენთვის განსაკუთრებულად საინტერესო იმითაა, რომ ერთ-ერთი მათგანი თბილისში იქნება. ინფორმაციას სპორტალ.გე ავრცელებს.

აღსანიშნავია ისიც, რომ კატალონიური გრანდი ოფიციალურ ფანშოპს ესპანეთის ფარგლებს გარეთ პირველად გახსნის და ეს საქართველოს დედაქალაქში 29 მარტს მოხდება.

რამდენიმე დღის შემდეგ "ბლაუგრანა" ფანშოპს მალაგაში, შემდეგ კი პალმე დე მალიორკაზეც აეროპორტში გახსნის.