1500 და 4500 ლარი ოჯახებს - ნახეთ, ხართ თუ არა იმ პირთა სიაში, ვინც ფინანსურ დახმარებას მიიღებს
1747049356
კომპოზიტორი, ნატო გელაშვილი მიმართვას ავრცელებს და აცხადებს, რომ მისი ერთ-ერთი სოციალური ქსელი გატეხეს, სადაც უხამსი შინაარსის კონტენტი იდება.
"ჩემო მეგობრებო, ვინაიდან შემომდის უამრავი შეტყობინება ჩემი ერთ-ერთი გვერდის შესახებ, რომ იტვირთება უხამსი ვიდეოები, მინდა გაცნობოთ, რომ გვერდი დაახლოებით ორი თვეა, რაც გატეხეს და სამწუხაროდ, მე ვეღარ ვაკონტროლებ. მიწერილი მაქვს ფეისბუქის ადმინისტრაციისთვის და ველოდები გვერდის დაბრუნებას ან ყველაზე ცუდ შემთხვევაში გვერდის გაუქმებას. მადლობას გიხდით ყურადღებისთვის", - წერს გელშვილი.