რა პასუხი შეუთვალა „ნაპოლიმ“ პსჟ-ს ოსიმენისა და კვარაცხელიას თაობაზე

ოსიმენი და კვარაცხელია

რამდენიმე დღის წინ ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა პაოლო ბარჯიჯამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ "პარი სენ ჟერმენმა" "ნაპოლის" "კვარასა" და ოსიმენის სანაცვლოდ 200 მილიონი ევრო შესთავაზა.

La Gazzetta dello Sport-ის ცნობით, ნეაპოლური კლუბის პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა აღნიშნული წინადადება იუარა.

გამოცემა ირწმუნება, რომ "ნაპოლის" მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე "კვარას" ხელშეუხებელ ფეხბურთელად მიიჩნევს, ვიქტორ ოსიმენის ტრანსფერი კი სრულიად შესაძლებელია, თუმცა "პარტენოპეი" მის სანაცვლოდ 130 მილიონ ევროს მოითხოვს.

ჯერჯერობით უცნობია, გააუმჯობესებს თუ არა "პარი სენ ჟერმენი" შეთავაზებას.

შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლისთან" მიმდინარე ხელშეკრულება 2027 წლის 
ზაფხულში ეწურება, მხარეები ახალ კონტრაქტთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს აწარმოებენ, თუმცა შეთანხმებას ვერ ახერხებენ.

sportall.ge