ქუთაისის „ტორპედო“ საქართველოს სუპერთასის მფლობელი გახდა

ქუთაისის „ტორპედო“

ქუთაისის „ტორპედო“ საქართველოს სუპერთასის მფლობელია. დავით პეტრიაშვილის არენაზე“ გამართულ შეხვედრაში ქუთაისის ტორპედო „დინამო თბილისს“ დაუპირისპირდა და 2:1 დაამარცხა.

მე-3 წუთზე ეფექტური დარტყმით „ტორპედო“ ბრაზილიელმა ლეგიონერმა, ელიტონ ჟუნიორმა წინ გაიყვანა, 61-ე წუთზე კი თავური დარტყმით „დინამოს“ კარი ნიკოლა ნინკოვიჩმა აიღო. 85-ე წუთზე თბილისელთა 18 წლის თავდამსხმელმა, ნიკო ცეცხლაძემ ანგარიში შეამცირა და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

ეს ტიტული ქუთაისელებისთვის მესამეა. პირველ ორ წარმატებას გუნდმა 2018 და 2019 წლებში მიაღწია.