ქართველმა ტყვიის მსროლელმა წყვილმა ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

ქართველი ტყვიისმსროლელები

ბულგარეთის ქალაქ ბურგასში ტყვიის სროლაში ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს.

შერეულ წყვილთა ტურნირში ახალგაზრდებს შორის პნევმატური პისტოლეტის 10-მეტრიან დისტანციაზე სროლაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა მარიამ მარშავასა და გიორგი მუმლაძის წყვილმა.

ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში ქართველმა წყვილმა ესპანელი დუეტი ანგარიშით 17:9 დაამარცხა.

14 თებერვალს ტურნირის ინდივიდუალურ პირველობაზე მარიამ მარშავა და გიორგი მუმლაძე უკვე ცალ-ცალკე იასპარეზებენ.

ინფორმაციას სპორტის სამინისტრო ავრცელებს.