36 ადამიანის საკვებით მოიწამლა - სურსათის ეროვნულმა სააგენტომ "ფუდ გალერის" საწარმოო პროცესი შეუჩერა
1779445140
ამ ურთიერთობის დაზიანებაში ჩვენი წვლილი არის ნული. ამიტომ ველით, რომ უკრაინის ხელისუფლებამ, თუ მას აქვს მზაობა, რომ სათანადო დასკვნები გამოიტანოს იმასთან დაკავშირებით, თუ რა არ იყო სწორი ამ ურთიერთობებში და რა უნდა გამოსწორდეს, - განაცხადა პარლამენტის თავმჯომარემ შალვა პაპუაშვილმა.
ჟურნალისტმა საქართველოსა და უკრაინის ურთიერთობების პერსპექტივაზე ჰკითხა.
„ჩვენ თავიდანვე მივესალმეთ, ვთქვით კიდეც, რომ ეს იყო [ურთიერთობების აღდგენა] უკრაინის ხელისუფლების ინიციატივა, დანარჩენს დრო გვაჩვენებს. ჩვენი სათქმელი საგარეო საქმეთა მინისტრმა, მათ შორის ბოლო შეხვედრაზე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს მოახსენა. ამ ურთიერთობის დაზიანებაში ჩვენი წვლილი არის ნული. ამიტომ ველით, რომ უკრაინის ხელისუფლებამ, თუ მას აქვს მზაობა, რომ სათანადო დასკვნები გამოიტანოს იმასთან დაკავშირებით, თუ რა არ იყო სწორი ამ ურთიერთობებში და რა უნდა გამოსწორდეს, ამას მხოლოდ მივესალმებით. დანარჩენს დრო გვაჩვენებს. ჩვენს ცხოვრებას ვაგრძელებთ. თუ უკრაინის ხელისუფლება გადაწყვეტს, რომ სურს კეთილ-მეგობრული ურთიერთობა საქართველოსთან, ამას მივესალმებით“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.