ქართველი კარატისტების უპრეცედენტო წარმატება - სპორტსმენებმა ევროპის ჩემპიონატზე 14 მედალი მოიპოვეს

ქართველი კარატისტები

ქართველი კარატისტების უპრეცედენტო წარმატება კონტაქტური კარატეს ევროპის ჩემპიონატზე - ჩვენმა სპორტსმენებმა უნგრეთში ასპარეზობა 14 მედლით დაასრულეს.

მოზრდილებს შორის ეროვნულმა ნაკრებმა 4 ოქრო და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და გუნდური პირველი ადგილი დაიკავა, ახალგაზრდებმა კი 3 ოქროს, 3 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალი მიიღეს.

ვაჟებში საქართველომ გუნდური პირველი ადგილიც დაიკავა.