ქალაქი ნეაპოლი „კვარა-მანიამ“ აიღო - რას წერს იტალიური მედია კვარაცხელიას შესახებ

kvara

პატარა ქვეყნის, ახალგაზრდა ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას სახელი სპორტულ სამყაროს იპყრობს. ქართული, ძველად წარმოსათქმელი გვარი მსოფლიოს ყველა მხარეში აიტაცეს, ისწავლეს და დარწმუნებულიც ვართ, სამუდამოდ ემახსოვრებათ.

ახალგაზრდა ქართველმა მოახერხა და 6 თამაშში ისტორია დაწერა. ფეხბურთის სამყაროში ახალი ეპოქის შექმნას დასაბამი დაუდო.

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ხვიჩა კვარაცხელია Serie A-ს თვის (აგვისტო) საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ადგილობრივ მედიაში უკვე ბევრჯერ დაიწერა. 

ქალაქი ნეაპოლი „კვარა-მანიამ“ აიღო, იტყობინება იტალიური პრესა. პასუხისმგებელი 21 წლის ქართველი თავდამსხმელი ხვიჩა კვარაცხელიაა, რომელიც ჩამოვიდა და უკვე დიდ წარმატებას მიაღწევს ნაპოლის მაისურით, წერს ადგილობრივი მედია.

იმის გამო, რომ მისი სახელი თითქმის გამოუთქმელია, გამოსავალი იყო მისი შემოკლება მხოლოდ კვარაზე, თუმცა ყველაზე აღელვებული ნეაპოლიტანელები მას უკვე უწოდებენ „კვარადონას“.

„რა თქმა უნდა, მეტსახელი მომეწონა. მარადონასთან ახლოს არ მივალ, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ კლუბის დიდი კერპი გავხდე", - თქვა კვარამ ერთ-ერთ ინტერვიუში.

დრიბლინგის უნარის გამო კვარას ოდესღაც მეტსახელად "ქართველი მესი" შეარქვეს, მიუხედავად იმისა, რომ მემარჯვენე იყო. თუმცა დიდი ირონია არის ის, რომ სპორტსმენის ყველაზე დიდი კერპი სწორედ არგენტინელის ანტაგონისტი კრიშტიანუ რონალდუა. გასაკვირი არ არის, რომ მან აირჩია მაისური 77 (ნომერი 7 არ იყო ხელმისაწვდომი).“,- წერს იტალიური მედია.

„ქართველი მესი“ კრიშტიანუ რონალდუს გულშემატკივარი, დაიბადა 2001 წლის 12 თებერვალს თბილისში. მისი მამა ადგილობრივი მოთამაშე, ბადრი კვარაცხელიაა, რომელიც თამაშობდა რამდენიმე ქართულ კლუბში, მაგრამ აზერბაიჯანის ნაკრებში თამაში არჩია.

ერთ-ერთი გოლის დროს კვარა დიეგო მარადონას სტადიონზე გულშემატკივრისკენ გაიქცა და მაისურზე ნაპოლის გერბს აკოცა. მსგავსმა ჟესტებმა გაზარდა მისი უშუალო კავშირი ფანებთან. კლუბის პრეზიდენტმა, აურელიო დე ლაურენტისმა, მას კიდევ ერთი მოსიყვარულე მეტსახელი - „ზიზი“ შეარქვა.