პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
მერაბ დვალიშვილი გადაცემა „დილის ლაივს“ აშშ-დან ჩაერთო.
მერაბმა გადაცემაში მის მიერ განვლილ გზაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ წარმატებამდე ბევრი დაბრკოლება შეხვდა.
მისივე თქმით, სპორტში დარჩენას მინიმუმ 10 წელი კიდევ აპირებს, რათა თავისი შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოავლინოს.
სპორტსმენი ქართველ გულშემატკივარს კიდევ უამრავ გამარჯვებას დაჰპირდა.
„ასე იყო თუ ისე, 6 წელი დამჭირდა ჩემი ოცნების ორგანიზაციაში გადასვლისთვის, 6 წლის შემდეგ შევძელი და გადავედი UFC-ში.
ახლა ყველაფერი მარტივია, რა შედარებაა…
პირველი 6 წელი მეგონა, რომ მთელი სამყარო ჩემ წინააღმდეგ იყო იმდენ დაბრკოლებას ვხვდებოდი და ახლა მგონია, რომ მთელი სამყარო ჩემ მხარესაა.
რადიკალურად შეიცვალა ყველაფერი, უფრო გამარტივდა, მაგრამ ჩემთვის არაფერი არ შეიცვალა, მე ორმაგად და ათმაგად მეტი მიზანი მაქვს წინ, გაჩერებას არ ვაპირებ…
ახლა ყველაფერი მარტივია, პირველი ნომერი ვარ ჩემს წონაში და ახლა მხოლოდ ქამრის მოპოვებაღა დამრჩა…ამ სპორტში ვაპირებ, რომ მინიმუმ 10 წელი კიდევ დავრჩე და ამოვწურო ჩემი შესაძლებლობები. უამრავ გამარჯვებას ვპირდები ჩემს ხალხს და გულშემატკივარს,“ – აღნიშნა მერაბ დვალიშვილმა.