„15 ივნისს, თბილისის დროით 06:54 საათზე გვექნება ახალმთვარეობა“- რას უნდა ელოდოთ ამ პერიოდში
1781458863
25 მარტს გაგარინის ქუჩა N1-თან ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის წყალსადენის მაგისტრალური მილის დაზიანებულ მონაკვეთზე აღდგენითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება.
სამუშაოების მიმდინარეობისას, უსაფრთხოების მიზნით სამანქანო მოძრაობა ნაწილობრივ შეზღუდულია გაგარინის ქუჩა N1-იდან N9-მდე.
კომპანიის ტექნიკური ჯგუფების მიერ წყალმომარაგების მილზე აღდგენითი სამუშაოების დასრულებისთანავე მოწესრიგდება გზის საფარი და სამანქანო მოძრაობა 26 მარტს, 02:00 საათზე სრულად აღდგება.
კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მოსახლეობას შექმნილი დისკომფორტისთვის.