პელეს 100 წლის დედამ ჯერ კიდევ არ იცის შვილის გარდაცვალების შესახებ

პელე

ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელის პელეს დედა სელესტ არანტესმა ჯერ არ იცის შვილის გარდაცვალების შესახებ. 

29 დეკემბერს პელე კიბოსთან ხანგრძლივი ბრძოლის შემდეგ 82 წლის ასაკში გარდაიცვალა.

„ჩვენ ვსაუბრობთ, მაგრამ მან არ იცის სიტუაციის შესახებ. ის თავის სამყაროშია. ის თვალებს ახელს, როცა მის სახელს ვახსენებ და ვამბობ: „მისთვის უნდა ვილოცოთ“. სინამდვილეში, დედაჩემი ვერ ხვდება, რას ვგულისხმობ. “, - ამბობს ფეხბურთელის მარია ლუჩია დო ნასიმენტო.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის ნოემბერში სელესტე არანტესმა 100 წლის იუბილე აღნიშნა.