პასუხისმგებლობა, რომელიც თქვენმა ფედერაციამ აიღო, იმსახურებს გულწრფელ აპლოდისმენტებს - ჯორჯო სკარსო მერაბ ბაზაძეს

ფარიკაობა

თქვენი ქვეყნის კანდიდატურის მიღება, 2025 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ორგანიზების საკითხში, იმის დასტურია, რომ საქართველო სარგებლობს ყველა იმ ადამიანის ნდობით, ვინც ფარიკაობის სამყაროში მუშაობს. პასუხისმგებლობა, რომელიც თქვენმა ფედერაციამ აიღო, იმსახურებს გულწრფელ აპლოდისმენტებს,- წერია  ევროპის ფარიკაობის კონფედერაციის პრეზიდენტის, ჯორჯო სკარსოს წერილში, რომელიც მან საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის პრეზიდენტს მერაბ ბაზაძეს გაუგზავნა.

"ბატონო პრეზიდენტო, ძვირფასო მეგობარო, თქვენი ფედერაციის მიერ FIE-ს კონგრესზე მიღწეული წარმატება მოწმობს იმ ცალსახა ნდობას, რომლითაც თქვენი მოძრაობა სარგებლობს საერთაშორისო დონეზე. ფაქტობრივად, თქვენი ქვეყნის კანდიდატურის მიღება 2025 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ორგანიზებაზე იმის დასტურია, რომ საქართველო სარგებლობს ყველა იმ ადამიანის ნდობით, ვინც ფარიკაობის სამყაროში მუშაობს. პასუხისმგებლობა, რომელიც თქვენმა ფედერაციამ აიღო, იმსახურებს გულწრფელ აპლოდისმენტებს და მე, ევროპის კონფედერაციის სახელით, გამოვხატავ ჩემს ყველაზე გულწრფელ მილოცვას და მადლიერებას იმ გამოწვევისთვის, რომელიც თქვენ წამოიწყეთ. აღსანიშნავი ვალდებულებაა და მინდა და გარწმუნოთ, რომ ევროპის კონფედერაცია მხარს დაგიჭერთ და მოგცემთ ნებისმიერ ინფორმაციას ღონისძიების უკეთ ორგანიზებისთვის. წარმატებებს გისურვებთ თქვენს საქმიანობაში.პატივისცემით, ჯორჯო სკარსო,"- წერს ევროპის კონფედერაციის პრეზიდენტი.