ოთარ კიტეიშვილი: დარწმუნებული ვარ, ხვიჩა ძალიან მაგარი კაპიტანი იქნება

ოთარ კიტეიშვილი

„ის ჩვენთვის ყოველთვის განსაკუთრებული ფეხბურთელი და ლიდერია“, – საქართველოს ნაკრების ახალ კაპიტნად ხვიჩა კვარაცხელიას დანიშვნაზე ასეთი კომენტარი გააკეთა გრაცის „შტურმისა“ და „ჯავროსნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ოთარ კიტეიშვილმა, რომელიც ვიცე-კაპიტანი იქნება.

„მინდა, რომ კვარას ამ ახალ ეტაპზე, კაპიტნის რანგში წარმატებები ვუსურვო. ის ჩვენთვის ყოველთვის განსაკუთრებული ფეხბურთელი და ლიდერია. დარწმუნებული ვარ, ძალიან მაგარი კაპიტანი იქნება.

ვიცე-კაპიტნობა ძალიან საპასუხისმგებლოა. დიდი ხანია, ნაკრებში ვარ, ბევრი თამაშიც დამიგროვდა და წინა კაპიტნებისგანაც ბევრი ვისწავლე“, – განაცხადა ოთარ კიტეიშვილმა.