ირაკლი ქადაგიშვილი: მიზანია, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია მაქსიმალურად დააკნინონ და მის შიგნით გახლეჩა გამოიწვიონ

ირაკლი ქადაგიშვილი

ამ ძალების მიზანია, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია მაქსიმალურად დააკნინონ, მისი როლი დაამცირონ და მის შიგნით გახლეჩა გამოიწვიონ, - აცხადებს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი.

დეპუტატი გამოეხმაურა კონკრეტული ადამიანების მხრიდან ეკლესიისა და პატრიარქის მოსაყდრის მიმართ გაჟღერებულ ბრალდებებს.

„ეს გეგმები ღიად იყო გამოხატული პატრიარქის სიცოცხლეშივე და ამ ხაზს ისინი ბოლომდე გააგრძელებენ, მით უმეტეს დაინახეს, ქართველი ხალხის როგორი მხარდაჭერა აქვს ეკლესიას, აქედან გამომდინარე მათთვის ეს ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა. მეუფე შიო იქნება, თუ ნებისმიერი პირი, რომელიც საქართველოს ეკლესიისთვის იღვწის, მათი სამიზნეა“, - აცხადებს ქადაგიშვილი.