თურქეთის სამთო-სათხილამურო კურორტზე, სასტუმროში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 66-მდე გაიზარდა
1737464607
ლეგენდარულმა ქართველმა ფეხბურთელმა, რევაზ ჩელებაძემ Euro-Football-თან ინტერვიუს დროს ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-ში ტრანსფერზე ისაუბრა.
„ხვიჩა პსჟ-ში ბედნიერი იქნება. ის მხოლოდ ფეხბურთზე იფიქრებს და ყველაფერ დანარჩენს დაივიწყებს. ოქროს ბურთის კენჭისყრაში ის უფრო მაღალ პოზიციებზე იქნება და ვფიქრობ, რომ ორ-სამ წელიწადში ამ პრიზსაც მოიგებს. მთელ მსოფლიოს დაანახვებს თავის ძალას როგორც საფრანგეთში, ისე ჩემპიონთა ლიგაზე.
ახლა ჩემპიონთა ლიგაზე უფრო მეტი თამაშია და ხელს ესეც შეუწყობს. ასე რომ, მას ნამდვილად ექნება შანსი, რომ თავი საერთაშორისო დონეზე გამოიჩინოს და არა მხოლოდ საფრანგეთის ჩემპიონატში. ასევე, არ დაგავიწყდეთ ნაკრებში თამაშიც.
შესაბამისად, ხვიჩა ყოველთვის იქნება ყურადღების ცენტრში“.
„მოუხდებოდა თუ არა ხვიჩა უფრო მეტად ესპანეთის ჩემპიონატს?“ რა თქმა უნდა, უფრო მეტად მოუხდებოდა, ვიდრე საფრანგეთს. ესპანეთში ერთდროულად სამი დიდი კლუბი თამაშობს - „რეალი“, „ბარსელონა“ და „ატლეტიკო“, სამივე კლუბი ერთნაირად ძლიერია და საერთოდ, ესპანეთში ფეხბურთი უფრო ძლიერია და იქ თამაში უფრო საინტერესოცაა. რაც უფრო სერიოზული მეტოქე გყავს, როგორც ფეხბურთელი უფრო ძლიერიც ხდები. რა თქმა უნდა, საფრანგეთის ჩემპიონატი ისეთი ძლიერი არ არის, როგორიც ესპანეთშია და ლიგა 1 რეიტინგის მიხედვით, ტოპ ლიგებში ბოლოზეა. პსჟ-ში მბაპე, მესი და ნეიმარი თამაშობდნენ, მაგრამ ჩემპიონთა ლიგა ვერ მოიგეს, მაგრამ ამის გაკეთების შესაძლებლობა ხვიჩას აუცილებლად ექნება“.
ცნობისთვის, ხვიჩა კვარაცხელია პსჟ-ში რამდენიმე დღის წინ „ნაპოლიდან“ გადავიდა. პარიზულ კლუბს მისი ტრანსფერი 70 მილიონი ევრო დაუჯდა. დიდი ალბათობით, პსჟ-ში ხვიჩას დებიუტი 25 იანვარს, „რეიმსის“ წინააღმდეგ შედგება.