ნინო სალუქვაძე ორგზის გინესის მსოფლიო რეკორდსმენი გახდა

ნინო სალუქვაძე

ზედიზედ 10-ჯერ ოლიმპიური თამაშების მონაწილე და ყველა ოლიმპიური სინჯის მედლის მფლობელი ნინო სალუქვაძე, ერთდროულად ორგზის გინესის მსოფლიო რეკორდსმენი გახდა. ქართველი სპორტსმენი რეკორდსმენი ოლიმპიურ თამაშებში ზედიზედ მონაწილეობის რაოდენობით გახდა.

ის, ასევე, პირველი ქალი სპორტსმენია, რომელმაც ყველაზე მეტ ოლიმპიურ თამაშებში მიიღო მონაწილეობა. ამასთან, პირველი ქართველი ოლიმპიელია, ვინც გინესის რეკორდსმენის ტიტული დაიმსახურა.