ნიკოლოზ ბასილაშვილის მეტოქე ავსტრალიის ღია პირველობის ძირითად ბადეში იაკუბ მენშიკი იქნება

ნიკოლოზ ბასილაშვილი

ავსტრალიის ღია პირველობის პირველ წრეში ნიკოლოზ ბასილაშვილის მეტოქე ჩეხი იაკუბ მენშიკი იქნება.

ქართველმა ჩოგბურთელმა დიდი სლემის ტურნირის ძირითად ბადეში მოსახვედრად საკვალიფიკაციო ეტაპის სამი წრე გაიარა.

პროფესიონალ მამაკაც ჩოგბურთელთა მსოფლიო რეიტინგში იაკუბ მენშიკი ამჟამად 49-ე ადგილზეა, ხოლო კარიერაში საუკეთესო მაჩვენებელი 48-ე ადგილი იყო.

რაც შეეხება ბასილაშვილს, ამჟამად ქართველი მსოფლიო კლასიფიკაციაში 210-ე ადგილზე იმყოფება, მისი საუკეთესო შედეგი კი მე-16 ადგილი გახლდათ.

მენშიკის დამარცხების შემთხვევაში ნიკოლოზ ბასილაშვილი მეორე წრეში ნორვეგიელ კასპერ რუუდსა და ესპანელ ხაიმე მუნარს შორის გამარჯვებულს შეხვდება.