„ექვსოთახიანი ბინა ვიყიდე... ეს არის ჩემი ოცნების სახლი“ - თამო ვაშალომიძე სახლის კადრებს აქვეყნებს
1777492330
ნიკოლოზ ბასილაშვილი სეულის ჩელენჯერის ტურნირზე წარმატებით გამოსვლას აგრძელებს.
ქართველმა ჩოგბურთელმა შეჯიბრების მეოთხედფინალში იაპონელი ჰიროკი მორია ორ სეტში, 6:3, 6:4 დაამარცხა და შემდეგი ეტაპის საგზური მოიპოვა.
ნახევარფინალში ნიკოლოზის მეტოქე ფრანგ ესკოფიერსა და ავსტრალიელ ტუს შორის გამარჯვებული იქნება. აღსანიშნავია, რომ ტურნირის მოგების შემთხვევაში ბასილაშვილი მსოფლიო რეიტინგში 211-ე პოზიციაზე გადაინაცვლებს.
შეგახსენებთ, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილის საუკეთესო მაჩვენებელი რეიტინგში მე-16 ადგილი იყო, მას ATP-ის ხუთი ტურნირი აქვს მოგებული.