სალომე ღვინიაშვილის უფროსი ქალიშვილი დაინიშნა - ვინ არის ტასო ხიზანიშვილის რჩეული
1792440189
ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი სეზონური გრიპის ვაქცინაციის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
„ამ დღეებში გრიპზე დაიწყება უფასო ვაქცინაცია. მინდა, ყურადღება გავამახვილო იმ ფაქტზე, რომ ვაქცინაციამდე არავითარი ექიმის კონსულტაცია არ არის საჭირო! (მათ შორის, არც ჩემი ).
ამაზე (ექიმთან ჩაწერაზე) უსაფუძვლოდ იკარგება დრო, პაციენტს დამატებით უწევს კონსულტაციის თანხის გადახდა და დამატებითი დროის დაყოვნება კლინიკაში, რაც გრიპის სეზონზე ინფექციის გავრცელების რისკს ზრდის.
ასევე მინდა დავაკონკრეტო, რომ სურდოს სიმპტომები და ალერგია გრიპზე აცრის წინააღმდეგ ჩვენებას არ წარმოადგენს (გარდა იმ შემთხვევისა, როცა ადრე უშუალოდ გრიპის ვაქცინაზე იყო ალერგიული რეაქცია, რაც თავისთავად უკიდურესად იშვიათი მოვლენაა). სხვა რამეზე ალერგიის ქონა წინააღმდეგ ჩვენება არ არის“, - წერს ექიმი.
ცნობისთვის, უფასო ვაქცინაცია 21 ოქტომბრიდან დაიწყება.