წმინდა დიდმოწამის, გიორგის სასწაული, რომელიც ახლო წარსულში მოხდა
1732308814
ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულში მიმდინარე ჩელენჯერის ტურნირზე წარმატებით ასპარეზობს.
მერვედფინალში ბასილაშვილმა ტაივანელი ლინ ვუ სამ სეტში, 6-2, 6-7, 6-4 დაამარცხა და მეოთხედფინალის საგზური მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ ქართველმა ჩოგბურთელმა გამარჯვება ტრავმის ფონზე მოიპოვა.
მეოთხედფინალში ნიკოლოზის მეტოქე იაპონელ მორიასა და ამერიკელ მაკდონალდს შორის გამარჯვებული იქნება. მერვედფინალური ბარიერის დაძლევით ბასილაშვილი მსოფლიო რეიტინგში 289-ე ადგილზე გადაინაცვლებს.