ნიკოლოზ ბასილაშვილი რენის ჩელენჯერის ტურნირის ძირითად ბადეში გავიდა

ნიკოლოზ ბასილაშვილი

ქართველმა ჩოგბურთელმა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა საფრანგეთის ქალაქ რენში მიმდინარე ჩელენჯერის ტურნირზე საკვალიფიკაციო ეტაპი წარმატებით გაიარა და ძირითადი ბადის საგზური მოიპოვა.

საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ შეხვედრაში ბასილაშვილმა ფრანგი ალექსანდრ რეკო სამ სეტში, 6:1, 4:6, 6:2 დაამარცხა. მანამდე მან ასევე ფრანგ მაქსენს ბეგუს სძლია.

ამ მომენტისთვის ბასილაშვილი პროფესიონალ მამაკაც ჩოგბურთელთა მსოფლიო რეიტინგში (ATP) 347-ე ადგილს იკავებს, მისი საუკეთესო შედეგი კი მე-16 ადგილი იყო.