„ნაპოლიში“ წავიდა, დიეგო მარადონას გუნდში, „კვარადონას“ ეძახიან“ - ხვიჩა კვარაცხელია გარშემო ვნებათაღელვა არ ცხრება

კვარაცხელია

ჟურნალისტი და „იმედის“ სპორტული გამოშვებების წამყვანი დიმიტრი ობოლაძე საქართველოს ნაკრებისა და „ნაპოლის“ შემტევის, ხვიჩა კვარაცხელიას გარშემო ატეხილ ბულინგის კამპანიას გამოეხმაურა.

„ქართველი სპორტსმენი წარმატებას რომ აღწევს, ეს „გიენები“ რომ გამოხტებიან, ერთი რაღაც მინდა მოკლედ გითხრათ. ნამუშევარი ვარ რამდენიმე მათგანთან, ვინც გამოვარდა და ხვიჩა კვარაცხელიას ეცა, თან ისე, რომ მოსმენილი არ ჰქონდათ... დამიჯერეთ, თავ-პირს წაიმტრევთ ამ თემებზე.

იტალიის ნაკრებზე გამოვარდნენ და რატომ გიხარიათ, რა დროს ესაა, ის დაჭერილიაო... ქართველ სპორტსმენებს, რომლებსაც თქვენზე მილიონჯერ მეტი აქვთ გაკეთებული, თავი დაანებეთ. ეს არის თქვენთვის ყველაზე წამგებიანი თემა. რაღაცას რომ დებ და მერე რომ შლი - იმის თავიც უნდა ჰქონდეს, რომ ის დატოვო და შენს „ჩვენებას მიაწვე​“. რა უნდა გაეკეთებინა ბიჭს, უნდა წამომხტარიყო და თქვენ რასაც იძახით, ისინი უნდა ეძახა?

თქვენზე ნაკლები პატრიოტი ნახეთ ეს ბიჭი? „ნაპოლიში“ წავიდა, დიეგო მარადონას გუნდში, „კვარადონას“ ეძახიან - თუ შეგიძლიათ, მხარი დაუჭირეთ, თუ არადა ჩუმად იყავით. ლაშა ტალახაძეს ერჩიან, საქართველოს ნაკრებს ერჩიან, კვარაცხელიას ერჩიან...“, - განაცხადა ობოლაძემ.