ქეთი ეგიდუნაშვილმა დუმილი დაარღვია - სკანდალური ინტერვიუ
1748116643
„ნაპოლი“ იტალიის ჩემპიონია, რაშიც თავისი წვლილი ხვიჩა კვარაცხელიამაც შეიტანა. საქართველოს ნაკრების ლიდერმა პირველი წრე იტალიურ კლუბში გაატარა, 17 მატჩში 5 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა და გუნდის საუკეთესო ბომბარდირების ხუთეულშია – ამის შესახებ გამოცემა „არეანაპოლი“ წერს.
„„ნაპოლი“ იტალიის ჩემპიონი ისტორიაში მეოთხედ გახდა. ანტონიო კონტეს გუნდმა წარმატებას „სტადიო მარადონაზე“ „კალიარის“ (2:0) დამარცხებით მიაღწია და „ინტერს“ ერთი ქულით გაასწრო.
„ნაპოლის“ ხვიჩა კვარაცხელიას სახით განსაკუთრებული გულშემატკივარი ჰყავდა – ქართველი თავდამსხმელი გუნდის წარმატებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა: „Forza Napoli Sempre“ – დაწერა ხვიჩამ და გუნდის ზეიმის ვიდეო გამოაქვეყნა.
ქართველმა ფეხბურთელმა „ნაპოლის“ მაისურით პირველ წრეში ხუთი გოლი გაიტანა, იანვრში კი პსჟ-ში გადავიდა. „ნაპოლის“ ამ სკუდეტოში მისი წვლილიც არის. კვარაცხელია გუნდის ბომბარდირთა შორის მეხუთე ადგილზე გავიდა, ლუკაკუს, მაკტომინეის, რასპადორისა და ანგისას შემდეგ“, – წერს „არეანაპოლი“.
შეგახსენებთ, რომ კვარაცხელია იტალიის ჩემპიონის ოქროს მედალს ვერ მიიღებს, რადგან სერია A-ს რეგლამენტის მიხედვით, მედლები მხოლოდ იმ ფეხბურთელებს გადაეცემათ, ვინც გაჩემპიონების დროს გუნდის განაცხადში იყვნენ.
ხვიჩამ იტალიური კლუბი იანვარში დატოვა და „პარი სენ-ჟერმენში“ გადავიდა, სადაც საფრანგეთის ჩემპიონი გახდა, 24 მაისს საფრანგეთის თასისთვის იბრძოლებს, ხოლო 31 მაისს – ჩემპიონთა ლიგის მოგებას შეეცდება.