„ნაპოლიმ“ დავიდ ნერეშის ტრანსფერის შესახებ გამოაცხადა

დავიდ ნერეში

„ნაპოლის“ ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, ბრაზილიელი თავდამსხმელი დავიდ ნერეში კარიერას იტალიურ გუნდში გააგრძელებს.

ფეხბურთელის სანაცვლოდ ნერეშის ყოფილი კლუბი „ბენფიკა“ 30 მილიონ ევროს მიიღებს. ასევე, სამომავლოდ კიდევ რამდენიმე მილიონს ბონუსის სახით.

გასულ სეზონში დავიდ ნერეშმა „ბენფიკას“ შემადგენლობაში 24 მატჩი ჩაატარა, მან ხუთი გოლი გაიტანა და რვა შედეგიანი გადაცემა შეასრულა.

27 წლის მოთამაშე კარიერას „სან პაოლოში“ იწყებდა, ხოლო გამორჩეული წლები ამსტერდამის „აიაქსში“ გაატარა. ის „ბენფიკას“ 2022 წელს შეუერთდა.