VIDEO: მაქსიმ გალკინმა მისთვის ყველაზე საყვარელი ქართული სიმღერა დაასახელა და გამომწერებს უმღერა
1740247052
„ნაპოლიმ“ 2023 წელს პირველი მატჩი მოიგო.
ხვიჩა კვარაცხელიას გუნდი გასვლაზე „სამპდორიას“ დაუპირისპირდა. ქართველმა ლეგიონერმა თამაში ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო, რომელიც 62-ე წუთზე შეცვალეს.
ნეაპოლელები სათამაშო უპირატესობას ფლობდნენ, რაც შედეგშიც აისახა. მე-19 წუთზე ანგარიში ოსიმენმა გახსნა – 1:0.
მეორე ტაიმის მეორე ნახევარში, 72-ე წუთზე, „სამპდორიას“ კარში დანიშნული პენალტი ელმასმა ზუსტად შეასრულა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 2:0 „ნაპოლის“ სასარგებლოდ.