ნაომი კემპბელისა და ტაისონის ველური რომანის ისტორია

taisoni

მაიკ ტაისონი დღეს უკვე სამაგალითო მეოჯახედ ითვლება. 10 წელზე მეტია დაქორწინებულია ლაკი სპენსერთან, რომელიც, მოკრივის თქმით, მის ცხოვრებაში საუკეთესო ქალია.

35 წლის წინ კი ყველაფერი სხვანაირად იყო. ტაისონმა პირველი ორთაბრძოლების შემდეგ ბევრი გულშემატკივარი გაიჩინა, მათ შორის იყვნენ ქალებიც. ახალგაზრდა მაიკი სიტუაციას იყენებდა თავისთვის და ყოველთვის სხვადასხვა გოგონას ხვდებოდა. სიაში კი იყო გამორჩეული გოგო, დამწყები მოდელი - ნაომი კემპბელი. ისინი ერთმანეთს მხოლოდ რამდენიმე თვის განმავლობაში ხვდებოდნენ, მაგრამ ეს რომანი მათ ცხოვრებაში ყველაზე ხმაურიანად იქცა.

ნაომიმ პოდიუმზე მუშაობა 1985 წელს, 15 წლის ასაკში დაიწყო. ის გახდა პირველი შავკანიანი გოგონა, რომელიც Vogue-ის ჟურნალის ყდაზე მოხვდა.

1985 წელსვე დაიწყო ტაისონის კარიერა და იგი მაშინვე მსოფლიო სენსაციად იქცა. პატარა, მაგრამ ძლიერი მოკრივე, რომელიც მასზე გაცილებით დიდ მეტოქეებს პირველსავე რაუნდში ამარცხებდა. „რკინის მაიკის“ პოპულარობა არ გამორჩენია თინეიჯერ „შავ პანტერას“. იგი მოკრივეზე შეყვარებული იყო და ყველა ბრძოლას ესწრებოდა.

ახალგაზრდა ვარსკვლავებმა ერთმანეთი გაიცნეს წვეულებაზე, რომელიც პროდიუსერმა რასელ სიმსონმა ნიუ იორკში, 1987 წელს მოაწყო. მაშინ ტაისონი 21 წლის იყო, ხოლო ნაომი - 17-ის. მოკრივე უკვე დიდი პოპულარობით სარგებლობდა და მძიმე წონაში ყველაზე ახალაგზრდა მსოფლიო ჩემპიონი გახლდათ. მათი ურთიერთობა იმ საღამოსვე დაიწყო. ახალგაზრდები პროდიუსერის სახლის საპირფარეშოში სექსის დროს დააფიქსირეს.

ისტორიას, ტაისონის მეგობარი და მენეჯერი, რორი ჰოლოუეი იხსენებს: „მე მაიკს წვეულებზე გავყევი, რათა ის რამე გაუგებრობაში არ მოხვედრილიყო. ცოტა ყურადღება მოვადუნე თუ არა, გავიხედე და ნაომის ესაუბრებოდა. მე არაფერი ვუთხარი და ვხედავდი, რომ კემბელი ძალიან ლამაზად გამოიყურებოდა, თავისი ლამაზი, გრძელი ფეხებით. გავშეშდი და სასმელები ხელში შემრჩა. ცოტა ხანში მაიკი საპირფარეშოში წავიდა და მას ნაომიც გაყვა. შემდეგ ყველა მივხდით, რაც იქ მოხდა. ისინი დიდხანს არ ჩანდნენ, რაღაც პერიოდის შემდეგ ხალხმა მათზე ნერვიულობა დაიწყო. საპირფარეშოსთან მივედი, კარი შევაღე და ყველაფერი ჩემი თვალით დავინახე - მაიკი ისევე ბოლომდე იხარჯებოდა, როგორც რინგზე“.

ვარსკვლავების რომანის შესახებ მედიამ მალევე გაიგო და მათაც სხვადასხვა წვეულებებზე ერთად სიარულს უხშირეს. თავის ბიოგრაფიულ წიგნში ტაისონის კემბელს ასე იხსენებს: „მას არაჩვეულებრივი ტანი ჰქონდა და არაფრის ეშინოდა“.

ორივე მხრიდან დიდი მოწონების მიუხედავად, მათი ურთიერთობა თავიდანვე ფსკერისთვის იყო განწირული, რადგან მაიკმა ნაომის არაერთხელ უღალატა. მაიკისთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა, ვისთან გაერთობოდა, იგი არა მხოლოდ მოდელებსა და მსახიობებს ხვდებოდა, მეძავეებთანაც დადიოდა.

სუპერპოპულარული მაიკი ასევე უსაზღვროდ პოპულარულ ნაომის სიყვარულს ეფიცებოდა, მაგრამ მათი ურთიერთობა იქ დასრულდა, სადაც დაიწყო - წვეულებაზე. თანაც, დასასრულს საკმაოდ უსიამოვნო ფორმა ჰქონდა.

წვეულების პარალელურად ტაისონმა ნაომი ოთახში გაიყვანა და ცემა დაუწყო, რა დროსაც მათთან 77 წლის პროფესორი ეი ჯეი აიერი გაჩნდა. ასაკისა და ფიზიკური მონაცემების მიუხედავად, აიერი მაიკს არ შეუშინდა და კემპბელი დაიცვა, რაზეც მოკრივე გაბრაზდა: „მე იცი ვინ ვარ? მსოფლიო ჩემპიონი - მაიკ ტაისონი“.

არც აიერი დაიბნა და მიუგო: „მე კი ეი ჯეი აიერი ვარ, უაიკჰემის მეცნიერი, პროფესორი. ჩვენს სფეროში ორივემ მწვერვალს მივაღწიეთ, ამიტომ გთვაზობ, ვისაუბროთ, როგორც ცივილიზებულ ადამიანებს შეეფერებათ“.

ტაისონი დაშოშმინდა და ნაომის ცემაც დასრულდა, ისევე როგორც ვარსკვლავური წყვილის ურთიერთობა. 2 წლის შემდეგ კი 79 წლის ასაკში, პროფესორიც გარდაიცვალა.

„რკინის მაიკი“ ერთ წელიწადში დაქორწინდა, მისი პირველი მეუღლე მსახიობი რობინ გივენსი იყო. როგორც მაიკი წიგნში იხსნებებს, ახალმა ამაბავმა კემპბელი ძალიან გააბრაზა. მოდელს მცირე პერიოდი დასჭირდა, რომ ტაისონს დამსგავსებოდა. ის ძალიან აგრესიული გახდა, აეროპორტის თანამშრომლებს ძალიან ცუდად ექცეოდა, საკუთარ მძღოლს კი საერთოდ თავს დაესხა და დაარტყა.

 

წყარო: კრისტალსპორტ.ge