რას უქადის ელ-ნინიო საქართველოს - სპეციალისტების პროგნოზი
1782590353
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ფეხბურთში ჯგუფური ეტაპი დასრულდა. მე-17 სათამაშო დღეს ინგლისმა და ხორვატიამ L ჯგუფიდან პლეი-ოფში გასვლა გაინაღდეს, კოლუმბიამ K ჯგუფში პირველი ადგილი შეინარჩუნა, არგენტინამ გამარჯვებათა სერია გააგრძელა, ხოლო ალჟირმა და ავსტრიამ გულშემატკივარს დღის ყველაზე შედეგიანი მატჩი აჩუქეს.
დღის მატჩების შედეგები:
პანამა - ინგლისი 0:2 (L ჯგუფი);
ხორვატია - განა 2:1 (L ჯგუფი);
კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა - უზბეკეთი 3:1 (K ჯგუფი);
კოლუმბია - პორტუგალია 0:0 (K ჯგუფი);
იორდანია - არგენტინა 1:3 (J ჯგუფი);
ალჟირი - ავსტრია 3:3 (J ჯგუფი).
ჯგუფური ეტაპის შედეგების მიხედვით, 1/16 ფინალის ყველა წყვილი გამოვლინდა. ეს ეტაპი სტარტს უკვე 28 ივნისს აიღებს. ერთმანეთს დაუპირისპირდებიან:
სამხრეთ აფრიკა - კანადა;
ბრაზილია - იაპონია;
გერმანია - პარაგვაი;
ნიდერლანდები - მაროკო;
კოტ-დ’ივუარი - ნორვეგია;
საფრანგეთი - შვედეთი;
მექსიკა - ეკვადორი;
ინგლისი - კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა;
ბელგია - სენეგალი;
აშშ - ბოსნია და ჰერცეგოვინა;
ესპანეთი - ავსტრია;
პორტუგალია - ხორვატია;
შვეიცარია - ალჟირი;
ავსტრალია - ეგვიპტე;
არგენტინა - კაბო-ვერდე;
კოლუმბია - განა