მსოფლიო ჩემპიონატი 2026 - პირველი ტაიმი ესპანეთმა მოიგო

ესპანეთი

მსოფლიო ჩემპიონატის პირველი ნახევარფინალი ამერიკის ქალაქ დალასში მიმდინარეობს – ერთმანეთის ეთამაშებიან ესპანეთი და საფრანგეთი. კლასიკური ევროპული დაპირისპირების პირველი ტაიმი ესპანელთა გამარჯვებით დასრულდა – 1:0.

მატჩის 22-ე წუთზე ლუკა დინი საჯარიმოდან ბურთის მოგერიებას ცდილობდა, როდესაც მის წინ ლამინე იამალი აღმოჩნდა და ბურთის ნაცვლად დინის ფეხი სწორედ ესპანელს მოხვდა. მსაჯმა დანიშნა პენალტი, რომელიც ეფექტურად შეასრულა მიკელ ოიარსაბალმა და ესპანეთი დააწინაურა.

პირველ ტაიმში, ორივე გუნდის დიდი მცდელობის მიუხედავად, მეტი გოლი აღარ გასულა.