პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
საქართველოს ნაკრებისა და მილანის ლეგენდების მატჩის შემდეგ, კომენტარი ლეგენდარულმა შოთა არველაძემ გააკეთა. ვეტერნმა ფეხბურთელმა აღნიშნა, რომ 17 ნოემბერს მას ელის კიდევ ერთი მატჩი, ამჯერად ამსტერდამის „აიაქსისა“ და მადრიდის „რეალის“ ლეგენდებს შორის.
აღნიშნული შეხვედრა ნიდერლანდური კლუბის 125 წლის იუბილეს ეძღვნება.
„17 ნოემბერს კიდევ ერთ ლეგენდების მატჩს გავმართავ. ეს ჩემთვის მნიშვნელოვანია და ძალიან დასაფასებელი. სასიამოვნოა, რომ აიაქსის დონის კლუბი რომ 125 წლიან იუბილეზე გეძახის. იქნებიან ზიდანი, იბრაჰიმოვიჩი, რონალდუც შესაძლოა იყოს. ძალიან ველოდები და შემართებით ვარ. მიხარია, რომ ვუყვარვარ და ვახსოვარ“, - აღნიშნა არველაძემ.
შოთა არველაძემ ასევე განაცხადა, რომ მოლაპარაკებები მიმდინარეობს ბარსელონასთან, მიუნხენის ბაიერნსა და ლივერპულთან, საქართველოში კიდევ ერთი ლეგენდების მატჩის გამართვის თაობაზე.