პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
UFC-ის პრეზიდენტი დენა უაითი მერაბ დვალიშვილის და პიოტრს იანის ორთაბრძოლას გამოეხმაურა.
უაითმა ბრძოლისადმი აღფრთოვანება გამოხატა, შემდეგ კი დვალიშვილის საჩემპიონო ჩხუბზე ისაუბრა.
როგორც ცნობილია, დვალიშვილის წონის ჩემპიონი მისი უახლოესი მეგობარი, ალჯამეინ სტერლინგია, რის გამოც ქართველი მებრძოლი მასთან ჩხუბზე უარს ამბობს, გამოსავალს კი წონის ცვლილებაში ხედავს.
დენი უაითი „მანქანას“ ამ პოზიციას არ უწონებს და ამბობს, რომ ეს მდგომარეობა მერაბისთვის შესაძლოა ცუდად დასრულდეს.
„დაუჯერებელი ბრძოლა იყო....
მერაბის პოზიცია ალჯოსთან ჩხუბზე? ეს ჩემთვის სასაცილოაა. გარკვეული დროის წინ სავარჯიშო კემპები დიდი არ ყოფილა და მებრძოლებს ფართო არჩევანის შანსიც არ ჰქონიათ, ამის გამო ისინი ხშირად ამბობდნენ - „ის ჩემი მეგობარია, ეს ჩემი მეგობარია...“ თქვენ ჩხუბის შემდეგაც შეგიძლიათ მეგობრობა... ეს პოზიცია მერაბისთვის ცუდი იქნება.
თავად უნდა გადაწყვიტოს. შემდეგში მიიღოს საჩემპიონო მატჩი, თუ სურს გადაახტნენ ისეთი მებრძოლები, რომლებიც რეიტინგში მის უკან არიან. მას შეუძლია ჩემპიონის ტიტულზე ბრძოლა, მაგრამ გადაწყვეტილება თავად უნდა მიიღოს. თუ ისეთი გზა სურს, როგორც თვითონ თქვა, მაშინ მის ისტორიას კარგი დასასრული არ ექნება. მერაბი დიდი ბიჭია და იმედია სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს“, - ამბობს უაითი.