ზაზა თელია ასახელებს საუკეთესო ზეთს, საკვების მოსამზადებლად
1760459135
მერაბ დვალიშვილი 2025 წელს კიდევ ერთ ბრძოლას ჩაატარებს - ქართველი „მანქანა“ საჩემპიონო ქამარს ამჯერად, 7 დეკემბერს დაიცავს და მისი მეტოქე რუსი პიოტრ იანი იქნება. ამის შესახებ UFC-ის აღმასრულებელმა დირექტორმა დენა უაითმა ტრადიციული Live-ჩართვის დროს განაცხადა.
დვალიშვილმა თავად გამოთქვა იმის სურვილი, რომ მიმდინარე წელს კიდევ ერთხელ დაეცვა საჩემპიონო ტიტული, რაც როგორც ხედავთ, უაითმა დაუყოვნებლივ შეუსრულა.
იმასაც გეტყვით, რომ გამარჯვების შემთხვევაში, მერაბი შერეული ორთაბრძოლების ყველაზე პრესტიჟულ ორგანიზაციაში ყველა დროის რეკორდს დაამყარებს და გახდება პირველი მებრძოლი, რომელიც ერთი წლის განმავლობაში ქამარს ოთხჯერ დაიცავს.
შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილისა და პიოტრ იანის გზები ოქტაგონზე პირველად 2023 წლის მარტში გადაიკვეთა და მაშინ, ქართველმა რუსი მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა.