იმერეთის პოლიციამ ნარკორეალიზატორი დააკავა
1749364784
მერაბ დვალიშვილმა UFC 313-ზე სუპერსმუბუქი დივიზიონის საჩემპიონო ბრძოლაში ამერიკელი შონ ო’მალი დაამარცხა.
აღნიშნული გამარჯვებით დვალიშვილმა დივიზიონის ქამარი კარიერაში მეორედ დაიცვა. 34 წლის ქართველი ჩემპიონი გასული წლის სექტემბერში, ლას-ვეგასში, სწორედ შონ ო’მალის ძლევის შემდეგ გახდა. ბრძოლის დასრულების შემდეგ UFC-ის პრეზიდენტმა დანა უაითმა კომენტარი გააკეთა. „მერაბ დვალიშვილი სუპერმსუბუქ წონაში ყველა დროის საუკეთესოა!“ - განაცხადა დანა უაითმა.
ცნობისთვის, მერაბ დვალიშვილმა UFC-ის სუპერმსუბუქი წონის (61კგ) საჩემპიონო ქამარი შეინარჩუნა. ნიუ ჯერსიში გამართულ ღონისძიებაზე ქართველმა მებრძოლმა ამერიკის სახელით გამომსვლელი შონ ო’მალი დაამარცხა.
დვალიშვილმა ბრძოლა აქტიურად დაიწყო და მეტოქეს თავიდანვე მაღალი ტემპი შესთავაზა. შონ ო’მალი მთელი ბრძოლის განმავლობაში თავის მომენტს ეძებდა, თუმცა 34 წლის ქართველმა შეხვედრა მესამე რაუნდში მოიგო.