მე საქართველო ასეთი ბედნიერი არ მინახავს. იმედი მაქვს, რომ ეს არის ახალი გამარჯვებების დასაწყისი - გიორგი გველესიანი

გიორგი გველესიანი

თავისუფლების მოედანზე გამართული ღონისძიების შემდეგ ქართველმა ფეხბურთელებმა გულშემატკივრებს მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადეს და გამოთქვეს იმედი, რომ მიღწეული წარმატება ახალი გამარჯვებების დასაწყისი გახდება.

„მე საქართველო ასეთი ბედნიერი არ მინახავს, გულწრფელად ვამბობ. ძალიან გაკვირვებული და გახარებული ვარ, იმიტომ რომ ასეთი დღეები ძალიან იშვიათია ჩვენს ცხოვრებაში. იმედი მაქვს, რომ ეს არის ახალი გამარჯვებების დასაწყისი“, - აღნიშნა ნაკრების წევრმა გიორგი გველესიანმა.

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე მიღწეული წარმატება ქომაგებთან ერთად აღნიშნა. სპეციალურად მოწყობილ სცენაზე ფეხბურთელებმა ქართველ ქომაგებს სიტყვით მიმართეს და აქტიური გულშემატკივრობისთვის მადლობა გადაუხადეს. საქვეყნო ზეიმზე სიტყვით პრემიერ-მინისტრიც გამოვიდა და გაწეული შრომისთვის ნაკრების მიმართ მადლიერება გამოხატა. ამავე ღონისძიებაზე „ჯვაროსნები“ და სამწვრთნელო შტაბი სალომე ზურაბიშვილმა ღირსების ორდენით დააჯილდოვა.