დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი ხვიჩა კვარაცხელიას პირველ ინტერვიუს გამოეხმაურა.
„მძიმე ამბავია და გაფრთხილებთ, ეს პოსტი არ მოგეწონებათ. ჩვენს ოქროს ბიჭს იტალიურ გრანდში გადასვლის შემდეგ პირველი პრესკონფერენცია ჰქონდა. იტალიელმა ჟურნალისტებმა რუსული კლუბიდან გადასულ ქართველს, რა თქმა უნდა, უკრაინაზეც დაუსვეს შეკითხვა. პასუხის მოლოდინში ღრმად ჩავისუნთქე და თვალები დავხუჭე, ნეტავ არ ეკითხათ:
„ვფიქრობ, რუსეთში არსებული მდგომარეობა პოლიტიკური საკითხია. სიტუაცია ძალიან რთულია. მე ავირჩიე ბათუმის „დინამოში“ თამაში, რადგან ის ჩემი ქვეყანაა, მაგრამ არ მინდა პოლიტიკაზე საუბარი“.
კარგი ფეხბურთელი შეიძლება დადგე, შეიძლება საუკეთესოც გახდე, მაგრამ თუ გულში საკმარისად ადამიანი არ ხარ, მაგას არაფერი შველის!“, - წერს მაქარაშვილი.