ზოდიაქოს 4 ნიშნისთვის 2025 წელი განსაკუთრებით იღბლიანი იქნება
1732220591
გიორგი მამარდაშვილი მორიგი შესანიშნავი თამაშით აჩვენებს, რას მოუტანს „ლივერპულს“ 37 მილიონ დოლარად შეფასებული ტრანსფერი, – ასეთი სათაურით გამოეხმაურა გამოცემა Liverpool.com-ი უკრაინის ნაკრებთან ქართველი მეკარის შესანიშნავ თამაშს.
„„ლივერპულის“ ახალმა მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა, რომელიც მომავალ ზაფხულს „ვალენსიიდან“ „ენფილდზე“ ჩამოვა, კიდევ ერთხელ აჩვენა ის უნარები, რის გამოც „მერსისაიდში“ ითამაშებს.
საქართველომ უკრაინასთან ფრედ 1:1 ითამაშა, მამარდაშვილმა მატჩის ბოლოს შთამბეჭდავი ორმაგი სეივი შეასრულა. საშიშროება საბოლოოდ მოიხსნა კუთხურის შესრულების მერე, რის შემდეგაც რამდენიმე ქართველმა ფეხბურთელმა მამარდაშვილთანნ მიირბინა, რადგან მისმა გმირობამ საქართველოს ქულა მოუტანა, რითიც ისინი მეორე ადგილზე არიან და მხოლოდ ჩეხეთს ჩამორჩებიან.
„ლივერპულს“ უკვე ჰყავს კელეჰერი და იაროში მეკარეთა რიგებში, მაგრამ მამარდაშვილი გუნდს კიდევ უფრო მეტ ხარისხს შემატებს, როგორც ალისონ ბეკერის სავარაუდო გრძელვადიანი მემკვიდრე. კელეჰერმა უკვე თქვა, რომ სურს, სადმე პირველი ნომერი იყოს – თანაც ირლანდიელ მეკარეს „ლივერპულთან“ კონტრაქტი წელიწად-ნახევარში დაუმთავრდება.
მამარდაშვილი სამომავლოდ უზარმაზარი ტალანტია. ის უკვე მსოფლიოში ერთ-ერთი ელიტარული მეკარეა. ასეთი მეკარე უნდა აიყვანო, მით უმეტეს, რომ კარგი მეკარეების პოვნა განსაკუთრებით რთულია“, – წერს Liverpool.com-ი.