ახალი დეტალები გურამ დადიანიძის საქმეში - „შევხვდით ერთ-ერთ მოწმეს, რომელიც იმ ღამით იყო იქ...“
1788942699
უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე ლუკა მაისურაძე (90 კგ) მეოხედფინალში გავიდა. 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონმა ჩეხ კლამერტს ვაზარით მოუგო და ნახევარფინალში გასასვლელად ესტონელ კლენ კრისტოფერ კალიულაიდს დაუპირისპირდება.
ტურნირზე წინასწარი ორთაბრძოლები თბილისის დროით 13:00 საათზე დაიწყო, ფინალური ბლოკის ჩატარება კი 20:00 საათზეა დაგეგმილი.
შეგახსენებთ, რომ ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი 13 ივნისს დაიწყო. დღემდე საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ორი მედალია — ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა, ხოლო ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) ტურნირის ვიცე-ჩემპიონი გახდა.