ლუკა მაისურაძე მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია

ლუკა მაისურაძე

დოჰაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ძიუდოში დღეს 90 კგ წონით კატეგორიაში წარმატებულად ასპარეზობენ ლაშა ბექაური და ლუკა მაისურაძე.

ტურნირის ნახევარფინალში იჭიდავებს ლუკა მაისურაძე. ქართველმა მეოთხედფინალში ნიდერლანდელ ვან ტენდს დამატებით დროში მოუგო და ფინალში გასასვლელად იტალიელ პარლატის შეხვდება.

მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში ასევე იასპარეზებს ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაურიც. იგი ფინალის საგზურისთვის იაპონელ სანშირო მურაოს დაუპირისპირდება. მსოფლიო პირველობაზე წინასწარი შეხვედრები თბილისი დროით 11:30 საათზე დაიწყო, ფინალური ბლოკი კი 19:00 საათზე გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ ოთხი საშეჯიბრო დღის შემდეგ საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ერთი ოქროსა და ერთი ბრინჯაოს მედალია. მსოფლიო ჩემპიონი ტატო გრიგალაშვილი (81კგ) გახდა, ტურნირზე მესამე ადგილი კი 19 წლის გიორგი სარდალაშვილმა (60კგ) დაიკავა.

სხვა სიახლეები