ლუის ენრიკემ „ბაიერნთან“ მოგებული მატჩი შეაფასა

ლუის ენრიკე

„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ მიუნხენის „ბაიერნთან“ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის მეოთხედფინალურ ეტაპზე გამარჯვების შესახებ ისაუბრა.

„სეზონის განმავლობაში ხშირად ვსაუბრობდით გამძლეობაზე. ჩვენ ვართ გუნდი, რომელსაც გამძლეობა აქვს, იმავეს თქმა შემიძლია ჩვენს გულშემატკივრებზეც. ეს გუნდს ნებისმიერ დროს ეხმარება და კონკურენციისთვის მუდამ მზად ვართ.

გვიხარია, რომ ასეთ ფეხბურთს ვთამაშობთ. ვცდილობთ, ყოველი მატჩის შემდეგ უკეთესები გავხდეთ და სხვადასხვა კომპონენტი გავაუმჯობესოთ. ჩვენი მიზანია, მოედანზე ვიმოქმედოთ საუკეთესო გზით და არ აქვს მნიშვნელობა, ვინ იქნება მოწინააღმდეგე.

„ბაიერნთან“ გვჭირდებოდა, აგვეთვისებინა თავისუფალი სივრცეები და ჰაკიმი ასეთ სიტუაციებს ძალიან კარგად კითხულობს. ზუსტად ასეა ნუნუ მენდეშის შემთხვევაშიც. ეს მთელი გუნდისთვის სასარგებლოა. როცა „ბაიერნის“ მსგავს გუნდს ეთამაშები, აუცილებელია, რამდენიმე ვარიანტი გქონდეს“, – განაცხადა ენრიკემ.

მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ნახევარფინალში „პარი სენ-ჟერმენი“ მადრიდის „რეალს“ შეხვდება. მატჩი 9 ივლისს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.