ლიონელ მესიმ მიმდინარე მუნდიალზე მეექვსე გოლი გაიტანა

მესი

მსოფლიო ჩემპიონატზე ჯგუფური ეტაპი J ჯგუფის მატჩებით დასრულდა. ბოლო ტურში არგენტინა იორდანიას დაუპირისპირდა, ხოლო ავსტრია – ალჟირს.

არგენტინის მატჩში მთავარი ინტრიგა ლიონელ მესის ეხებოდა – საინტერესო იყო, გაიტანდა თუ არა იგი თავის მე-19 გოლს მსოფლიო ჩემპიონატებზე. ალბათობა ძალიან დაბალი იყო, რადგან მწვრთნელმა ლიონელ სკალონიმ იგი ძირითად შემადგენლობაში არ დააყენა. თუმცა მატჩს ლეოს გარეშე მაინც არ ჩაუვლია – მოედანზე ლაუტარო მარტინესის ნაცვლად მე-60 წუთზე გამოვიდა. მესიმ არც ეს მატჩი დაასრულა უგოლოდ – მე-80 წუთზე საჯარიმო დარტყმით ამ მსოფლიო ჩემპიონატზე მე-6 გოლი, ხოლო მუნდიალებზე მე-19 გოლი გაიტანა. მისმა არგენტინამ კი იორდანია 3:1 დაამარცხა. პირველ ტაიმში გოლები ლო სელსომ და ლაუტარო მარტინესმა გაიტანეს, იორდანიისთვის კი ისტორიული გოლის ავტორი ალტამარი გახდა.

რაც შეეხება ავსტრიისა და ალჟირის მატჩს ფრე ორივე გუნდისთვის მისაღები შედეგი იყო. ასეთ შემთხვევაში ისინი 4-4 ქულას აგროვებდნენ და პლეიოფშიც გადიოდნენ. ავსტრიამ ალჟირი კი ანერვიულა, სამჯერ დაწინაურდა, მაგრამ საბოლოოდ მატჩი მაინც ფრე მივიღეთ – 3:3. ანგარიშზე 2:2 ალჟირი მაჰრეზმა მსაჯის მიერ დამატებულ მესამე წუთზე დააწინაურა, წამატებულ მეექვსე წუთზე კი კალაიჯიჩმა ანგარიში გაათანაბრა – 3:3.

პლეიოფში არგენტინა კაბო ვერდეს შეხვდება, ავსტრია – ესპანეთს, ხოლო ალჟირი – შვეიცარიას.