ლევან ოჩიგავა ევროპის ჩემპიონია

ოჩიგავა

ლევან ოჩიგავამ ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ძალოსანი ოქროს ორ და ვერცხლის ერთ მედალს დაეპატრონა.

პოლონეთში მიმდინარე 17 წლამდე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე ლევან ოჩიგავამ (73 კგ.) მთავარი მწვრთნელის, ზურაბ ანთაურის ყველა მითითება ბრწყინვალედ შეასრულა, ატაცში 127/130/132 კგ. დაძლია და ოქროს მედლის მფლობელი გახდა.

ძალოსანმა აკვრაში 152/157/159 კილოგრამის ძლევით ვერცხლის მედალი მოიპოვა, ორჭიდის ჯამში მოგროვილი 291 კილოგრამით კი კვლავს ოქროს მედალს დაეპატრონა.

ნაკრების მთავარი მწვრთნელი ზურაბ ანთაურია, პირადი მწვრთნელი დავით ხარატაშვილი, ნაკრები გუნდის მწვრთნელი ბეჟან ჭიჭინაძე, ხოლო ფიზიო-თერაპევტი - რუსლან ღიბრაძე.