მარგარიტა სიმონიანის ქმარი კომაშია - რას წერს კრემლის პროპაგანდისტი მეუღლეზე
1736409921
ნიკოლოზ ბასილაშვილმა ავსრტრალიის ღია საკვალიფიკაციო შეხვედრა ჩოგბურთის მსოფლიო ვარსკვლავის, ლეიტონ ჰიუტის 16 წლის ვაჟთან გამართა, რომელიც დიდი სლემის საკვალიფიკაციო ეტაპზე წელს პირველად მოხვდა.
ახალგაზრდა ავსტრალიელი ჩოგბურთელის კრუზ ჰიუიტის საგულშემატკივროდ მელბურნში ასობით ადამიანი შეიკრიბა, შეხვედრას ესწრებოდა ჩოგბურთელის მამაც. მიუხედავად იმისა, რომ მატჩი ორ სეტში 6:1, 6:4 ბასილაშვილმა მოიგო, ავსტრალიელმა გულშემატკივართა ემოციები დაიმსახურა. სოციალურ ქსელებში გამოხმაურება მოჰყვა ნიკოლოზ ბასილაშვილის სიტყვებს, რომელმაც მოზარდი მეტოქე შეაქო და თქვა, რომ მის ასაკში ასეთ წარმატებაზე ვერც კი იოცნებებდა.
„კრუზი გამოჩნდა და ძალიან კარგად ითამაშა, ის მხოლოდ 16 წლისაა", - აღნიშნა ბასილაშვილმა მატჩის შემდეგ.