ლაშა შავდათუაშვილმა პირველი, მიხეილ ბახბახაშვილმა მეორე გამარჯვება მოიპოვა

ოქროს მედალი

თბილისში მიმდინარე ძიუდოს კონტინენტის პირველობაზე ლაშა შავდათუაშვილმა (73 კგ) პირველი გამარჯვება მოიპოვა.

ქართველმა ფინელი ოლინი დამატებით დროში დაამარცხა.

ტურნირზე მეორე შეხვედრა მოიგო მიხეილ ბახაბახაშვილმა. მისი მეტოქე ჩეხეთის სახელით მოასპარეზე კარიმოვი იყო.

ორივე ქართველი მერვედფინალში იასპარეზებს.

შეჯიბრების მეორე დღეს მედლები სამ წონით კატეგორიაში გათამაშდება – კაცებში 73 კგ-ში, ქალებში კი 57 და 63 კგ-ში.