1777391077
რას ნიშნავს მოულოდნელად დაზიანებული ან დაჭრილი სამოსის პოვნა - ეზოტერიკოსი განმარტავს
რას ნიშნავს მოულოდნელად დაზიანებული ან დაჭრილი სამოსის პოვნა,- ამ თემაზე საინტერესო ინფორმაციას მინეროლოგი და ეზოტერიკოსი, თამარ იოსელიანი ავრცელებს.
„რას ნიშნავს მოულოდნელად დაზიანებული ან დაჭრილი სამოსის პოვნა?
...ბოლო დროს ბევრი ადამიანი აწყდება უცნაურ მოვლენას: პოულობენ დაჭრილ ტანსაცმელს ან საცვლებს, მაშინ როცა ზუსტად იციან, რომ ნივთი ახალი და მთელი იყო. ეზოთერიკაში ამას შემთხვევითობას იშვიათად მიაწერენ.
რატომ ხდება ეს? (ძირითადი მიზეზები):
ენერგეტიკული დარტყმის არეკვლა: ტანსაცმელი ჩვენი „მეორე კანია“. როდესაც ვინმე თქვენს მიმართ ძლიერ ნეგატივს (ბოღმას, შურს, გათვალვას) გზავნის, სამოსი პირველი იღებს დარტყმას. მისი ფიზიკური დაზიანება ნიშნავს, რომ მან „დაგიცვათ“ და ნეგატიური ენერგია საკუთარ თავზე აიღო.
გაფრთხილება პირადი სივრცის დარღვევაზე:
თუ ნივთი სახლში დაჭრილი დაგხვდათ, ეს მინიშნებაა, რომ თქვენს გარემოცვაში არის ადამიანი, რომელიც თქვენი თავდაცვის ზღუდის გარღვევას ცდილობს. საცვლების დაზიანება ხშირად პირადი ცხოვრებისა და სექსუალური ენერგიის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებაზე მიუთითებს.
რიტუალური ზემოქმედება: ხალხურ პრაქტიკაში ნივთის დაზიანება (განსაკუთრებით დაჭრა) გამოიყენება ადამიანის იღბლის ან ენერგიის „გასაწყვეტად“.
რა უნდა გავაკეთოთ?
არ შეეხოთ ნივთს შიშველი ხელებით (გამოიყენეთ ხელთათმანი ან ქაღალდი).არ სცადოთ მისი შეკეთება ან შენახვა – ასეთი ნივთი უნდა დაიწვას ან გადაიყაროს სახლიდან შორს.ჩაატარეთ პირადი სივრცის ენერგეტიკული წმენდა (მარილიანი წყალი, საკმეველი).
რომელი ქვები დაგვიცავს ნეგატივისგან?თუ გრძნობთ, რომ ენერგეტიკული თავდასხმის მსხვერპლი ხართ, ატარეთ დამცავი ამულეტები მომმართეთ!მე ვარ პროფესიონალი ლითოთერაპევტი, 15+ წლიანი გამოცდილებით. თქვენი ინდივიდუალური საჭიროებების მიხედვით, დაგიმზადებთ სპეციალურ ამულეტ-სამაჯურებს, რომლებიც გახდება თქვენი საიმედო ენერგეტიკული დამცავი.გახსოვდეთ, სწორად შერჩეულ ქვას უდიდესი ძალა აქვს!",- წერს იოსელიანი.











