ლაშა ბექაური მსოფლიო ჩემპიონატს გამოეთიშა

ლაშა ბექაური

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ძიუდოში, ორგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა ბექაურმა (90კგ) მეორე შეხვედრა გამართა – ქართველი მერვედფინალში იტალიის წარმომადგენელ კენი კომი ბედელთან იუკოთი მოულოდნელად დაამარცხა და ტურნირს გამოეთიშა.

წინასწარი ორთაბრძოლები თბილისის დროით 13:00 საათზე დაიწყო, ფინალური ბლოკი კი 20:00 საათზე გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი 13 ივნისს დაიწყო და დღემდე საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ორი მედალია – ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა, ტატო გრიგალაშვილი (81კგ) კი ტურნირის ვიცე-ჩემპიონი გახდა.