მთავარი ნიშნები, რომ სისხლძარღვებში საშიში თრომბი გაქვთ
1714058496
ხვიჩა კვარაცხელიამ საფრანგეთის ლიგა 1-ში „ლიონს“ გაუტანა, თუმცა „პარი სენ-ჟერმენმა“ ერთ-ერთ ლიდერთან საშინაო შეხვედრა მაინც დათმო – 1:2.
საფრანგეთის ჩემპიონატის 30-ე ტურში ლუის ენრიკემ გუნდის შემადგენლობა გადაახალისა და რამდენიმე ლიდერი დაასვენა, მათ შორის ხვიჩა კვარაცხელიაც. ეს პსჟ-ის თამაშს აშკარად დაეტყო – უკვე პირველ ტაიმში „ლიონი“ აფონსო მორეირას (მე-7 წუთი) და ენდრიკის (18-ე წუთი) გოლებით დაწინაურდა.
კვარაცხელია მოედანზე 58-ე წუთზე, უსმან დემბელესა და კან-ინ ლისთან ერთად შევიდა, რის შემდეგაც პარიზელების შეტევა გააქტიურდა – გუნდმა ტემპს მოუმატა, შექმნა რამდენიმე სახიფათო მომენტი და მსაჯის მიერ კომპენსირებულ მე-4 წუთზე ქართველმა ფეხბურთელმა გაიტანა.
პსჟ-ს ლიგა 1-ში ჩატარებული 30 ტურის შემდეგ 63 ქულა აქვს და პირველ ადგილზეა. გარდა ამისა, პარიზელებს „ნანტთან“ გამოტოვებული მატჩი აქვთ ჩასატარებელი. კვარაცხელიას აქტივში კი ლიგა 1-ში 5 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა