ლონდონში, ამერიკის საელჩოსთან ბომბი იპოვეს
1732286440
მაურო მელუსომ, „ლეჩესა“ და „სპეციას“ ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა, გააანალიზა „ნაპოლის“, ასევე „ინტერის“, „მილანის“, „რომასა“ და „ფიორენტინას“ სატრანსფერო ბაზარი – იტალიურ საფეხბურთო სამყაროში ცნობილმა პიროვნებამ განსაკუთრებით ნეაპოლელები შეაქო – მიზეზად ტრანსფერები დაასახელა, მათ შორის, კი ხვიჩა კვარცხელიაც ახსენა.
„სატრანსფერო ბაზარზე „ნაპოლიმ“ ძალიან კარგად იმუშავა და ისეთი მოთამაშეები აიყვანა, რომლებსაც გუნდის გაძლიერება შეუძლიათ. კიმი თურქეთში ვნახე და მან აღმაფრთოვანა. რაც შეეხება კვარაცხელიას, ის უმრავლესობისთვის არ იყო ცნობილი – ვულოცავ „ნაპოლის“ დირექტორს, კრიშტიანო ჯუნტოლის – ეს ბიჭია სუფთა ტალანტია, რომელიც კიდევ გაიზრდება“, – განაცხადა მაურო მელუსომ.
ბოლოს მან იტალიის ახალ სეზონში ჩემპიონების სავარაუდო ფავორიტები ჩამოთვალა და მათ შორის, „ნაპოლიც“ დაასახელა.
„ვინ იბრძოლებს სკუდეტოსთვის? „ნაპოლი“, „ინტერი“, „მილანი“ და „იუვენტუსი“ უფრო კონკურენტუნარიანები იქნებიან, როდესაც ყველა ფეხბურთელი მწყობრში ჩადგება“, – აცხადებს იტალიელი საფეხბურთო მენეჯერი.
წყარო: 1tv.ge