,,კვარაცხელია შეუდარებელია და არ იყიდება" - „ნაპოლის“ სპორტული დირექტორი

ხვიჩა კვარაცხელია

,,კვარა აბსოლუტურად შეუდარებელია და არ იყიდება“, - ამის შესახებ „ნაპოლის“ სპორტულმა დირექტორმა კრისტიანო ჯუნტოლიმ სააგენტო DAZN-თან განაცხადა.

ჯუნტოლიმ კატეგორიულად გამორიცხა, რომ „ნაპოლი“ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს ხვიჩა კვარაცხელიას გაყიდის

„ის თავის მოვალეობას ძალიან კარგად გაუმკლავდა, როგორც ბევრი ახალწვეული. იანვრის სატრანსფერო ბაზრამდე კი ჯერ ძალიან დიდი დროა დარჩენილი და საინტერესო არაფერია. ძალიან ბედნიერები ვართ, რომ კვარა ჩვენთან თავს კარგად გრძნობს, მაგრამ მან კარგი ფორმა უნდა შეინარჩუნოს. კვარა აბსოლუტურად შეუდარებელია და არ იყიდება“, – განაცხადა ჯუნტოლიმ.