გიორგი მამარდაშვილი და ელენე ეპიტაშვილი მშობლები გახდნენ
1732304300
სერია ა-ს მე-7 ტურის ბოლო მატჩი მილანში გაიმართა, სადაც ადგილობრივმა “მილანმა” მეექვსე ტურის შემდეგ ლიდერ „ნაპოლის“ უმასპინძლა.
მატჩი ნეაპოლელთა გამარჯვებით 1:2 დასრულდა. სტუმართა პირველ გატანილ გოლში მონაწილეობა ქართველმა შემტევმა, ხვიჩა კვარაცხელიამ მიიღო, რომელმაც თერთმეტმეტრიანი მოიპოვა. ხვიჩამ ასევე პირველ ტაიმში მილანელთა ორ მცველს, გუნდის კაპიტანს, დავიდე კალაბრიასა და ცენტრალურ მცველს, სიმონ კიაერს ყვითელი ბარათი მიაღებინა, რის გამოც მასპინძელი გუნდის მწვრთნელმა ორივე მცველი შესვენაბაზე შეცვალა.
მატჩის შემდეგ ჟურნალისტების კითხვებს „მილანის“ მთავარმა მწვრთნელმა, სტეფანო პიოლიმ უპასუხა.
“დესტი კარგი და ჩვენთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, იგი მეორე ტაიმიდან იდეალურად ერთვება თამაშში. დავიდე კალაბრია კი ჩვენი კაპიტანი და ერთ-ერთი ყველაზე მებრძოლი მოთამაშეა სერია ა-ში. სიმონ კიაერი კი მოედნიდან იმიტომ გავიყვანე, რომ ყვითელი ბარათი ჰქონდა. არ ვიცი რა ვთქვა ხვიჩა კვარაცხელიაზე გარდა იმისა, რომ ის დიდებული და ძალიან მაგარი შემტევია“.